среда, 18 июня 2014 г.

დატოვე შენი კვალი საქართველოში!

1. პროექტის სახელწოდება: ”დატოვე შენი კვალი საქართველოში!”
2.პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ეკლესია-მონასტრების  მონახულება-მოლოცვა,სარწმუნოების დასაცავად დაღუპულ ადამიანთა და ეკლესია- მონასტრების აღმშენებელთა მიმართ პატივისცემის გამოხატვა.
3.პროექტის მიზანი: პატრიოტი თაობის აღზრდა.
4.მოსწავლეთა ასაკი; მერვე კლასი.
5.ვადა|ხანგრძლოვობა: გრძელვადიანი, ყოველი ახალი სასწავლო წლის განმავლობაში.
6.მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ა)რუკა, რომელზეც აღნიშნული იქნება ყველა ის ტაძარი, რომელსაც დროთა განმავლობაში მოილოცავენ მოსწავლეები.
ბ) შეგროვდება ინფორმაციები, ტაძართა აშენების დროისა და აღმშენებლების შესახებ.
გ)შეიქმნება სპეციალური ბაზა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ლექსები და საინტერესო ინფორმაციები მათ შესახებ.
დ) ყოველ ახალ მოლოცვაზე დამზადდება ახალი ვიდეო- მასალა.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფინანსები,მარშრუტები,საჭირო ლიტერატურის მოძიება,ფორმეტები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტო-აპარატი.
8. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ა) შეაყვაროს მოსწავლეს კითხვა, გამოუმუშაოს ძიების კულტურა, აღქმისა და დასახული მიზნის მიღწევის უნარები.
ბ)გააცნობიეროს ეროვნული კულტურა.
გ)შეძლოს საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსებით( ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობა.
9. პროექტის შეფასება:დავაკვირდები, რა ხარისხით მოხდება მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება.
10. პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ქურასბდიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
11. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: qurasbedianinona@gmail.com
12.პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი: blogspot.com

среда, 11 июня 2014 г.